მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დეკემბერში გაყიდვები 20%-ით გაიზარდა” - “გალერია თბილისი” ორ მიზეზს ასახელებს

63bc15e542c08
ლიკა გურაბანიძე
10.01.23 00:07
730
შარშან დეკემბერში "გალერია თბილისს" ყოველდღიურად 35 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 20 000-ით აღემატება. ამის შესახებ bm.ge-ს “გალერია თბილისის” კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ადუაშვილმა განუცხადა.

ნინი ადუაშვილმა ასევე გაყიდვების ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გასული წლის დეკემბერში, 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლებიც გაზრდილია, რაც ორი მიზეზით ახსნა.

“როგორც მომხმარებლების ტრაფიკის, ასევე გაყიდვების მაჩვენებლების გაზრდა პანდემიური ფონის შემსუბუქებამ და 2022 წლის მარტიდან ქვეყანაში შემოსული რუსი, ასევე ბელარუსი მოქალაქეების შემოდინებამ გამოიწვია,” - განმარტა ნინი ადუაშვილმა.

მისივე თქმით, 2022 წელს “გალერია თბილისი” შემოსავლების და მომხმარებლების რაოდენობის თვალსაზრისთ, 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა. ნინი ადუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ქსელში გაზრდილია საშუალო ჩეკის რაოდენობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები