მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

5e54f2e13d1cc
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 14:00
751
ამერიკელმა დემოკრატმა სენატორებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ რუსეთის მთავრობას სანქციები დაუწესონ, თუკი ისინი აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა thehill.com ავრცელებს.

წერილის ავტორები სენატორები ჩაკ შუმერი, ბობ მენენდეზი და შეროდ ბრაუნი არიან.

„თუკი ამას არ მოიმოქმედებთ, ეს იქნება უარის თქმა პასუხისმგებლობაზე, რომ დაიცვათ აშშ სერიოზული საფრთხისგან, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ჩვენი საარჩევნო პროცესის ერთიანობას ემუქრება",  აღნიშნულია სენატორების წერილში.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატმა სენატორებმა გასული წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გასწიეს აშშ-ის საარჩევნო სისტემის გამყარებაში, რათა ის დაიცვან უცხო პირების ჩარევებისგან, მაგრამ მათი მცდელობა ხშირად იბლოკებოდა რესპუბლიკელების მიერ.

საარჩევნო უსაფრთხოება შეშფოთების მთავარ ფაქტორად 2016 წლის არჩევნების შემდეგ იქცა, რომლის დროსაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების და ყოფილი სპეციალური მრჩეველის, რობერტ მიელერის მიერ შედგენილი მოხსენების თანახმად, რუსმა აგენტებმა ტრამპის სასარგებლოდ საარჩევნო კამპნიებში ჩარევა დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები