მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ავსტრალია და ახალი ზელანდია ტურისტებს კარანტინის გარეშე იღებს

607d6e7e9cb44
თათია კაკიაშვილი
19.04.21 20:25
707
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალია და ახალი ზელანდია ტურისტების კარანტინის გარეშე მიღებას იწყებს, ამის შესახებ DW იუწყება. გამოცემის ცნობით, ავსტრალიელებს და ახალ ზელანდიელებს ერთმანეთის ქვეყნების მონახულება შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ.

აქამდე კი, 2020 წლის მარტიდან ორივე ქვეყანა მსოფლიოში მიღებულ COVID-19 საწინააღმდეგო რეგულაციებს და მძიმე შეზღუდვებს მკაცრად იცავდა.

ახალი შეთანხმების საფუძველზე, პირველი რეისი სწორედ დღეს სრულდება - სიდნეი და ოკლენდი პირველ ტურისტებს დილიდან იღებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ე.წ „სამოგზაურო ბუშტს“ ორივე ქვეყნისთვის "მომგებიანი" უწოდა, რაც, მორისონის თქმით, ქვეყნების ეკონომიკას გააძლიერებს. უსაფრთხოების გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, პრემიერი იმედოვნებს, რომ ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მაგალითს წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები