დღეიდან თეატრები, სპორტული კლუბები და ანსამბლები მაყურებლის დასწრებით ღონისძიებების გამართვას შეძლებენ. თეატრების ნაწილმა უკვე გამოაქვეყნა აფიშებიც.
ცნობისთვის, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა, ანსამბლებმა რეპეტიციების ჩატარება და ვარჯიში 15 მარტიდან განაახლეს, ხოლო 1 აპრილიდან ისინი უკვე საქმიანობას სრულად აღადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმები და ბიბლიოთეკები 1 მარტიდან გაიხსნა.