მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზი გახდა

631a43175aba7
ალა ისპირიანი
08.09.22 23:25
1621
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მეფე მისი მემკვიდრე ჩარლზი გახდა

დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე დედოფლის გარდაცვალებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისი გარდაცვალება ქვეყნისათვის დიდი დანაკარგია.

"ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობისა და დედოფლის გარდაცვალება ჩემი და სამეფო ოჯახის უდიდესი სევდის მიზეზია. ვიცი, რომ მისი გარდაცვალება ქვეყნისათვის დიდი დანაკარგია. გლოვისა და ცვლილების პერიოდში მე და ჩემი ოჯახი ნუგეშს ვიპოვით იმის ცოდნით, რომ დედოფალს ადამიანების ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა,"- დაწერა მეფე ჩარლზმა.

ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და მის დაკრძალვამდე გაგრძელდება. რაც შეეხება მის მემკვიდრეს, მიუხედავად იმისა, რომ  ტახტი დაუყოვნებლივ და ცერემონიის გარეშე ჩარლზზე გადავიდა, არსებობს მთელი რიგი ტრადიციული საფეხურები, რომლებიც მან მეფის გვირგვინისთვის უნდა გაიაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები