ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქის ლე ტუკეს აეროპორტს დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სახელს დაარქმევენ. როგორც ქალაქის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ დროისთვის ისინი ბრიტანეთის მეფის ნებართვას ელოდებიან. ამიტომ, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება დედოფლის სახელის მინიჭების ცერემონია.
როგორც BBC წერს, ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აეროპორტის ახალი სახელი განამტკიცებს კავშირებს ბრიტანეთთან და ქალაქს სამეფოდან მეტი ტურისტი ეწვევა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ის ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი - ჯორჯ VI გარდაიცვალა.