მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდთოვლობის გამო, მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები - რკინიგზა

63ef49f3df412
მარიამ ვარადაშვილი
17.02.23 13:35
615
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შესაძლო შეფერხებებზე აფრთხილებს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ მზად არიან, სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების საფასური აუნაზღაურონ.

"დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.

Გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება - ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ",-წერია რკინიგზის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები