მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney 28 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

5f743a40f2477
ნათია თაქთაქიშვილი
30.09.20 18:40
1229
კომპანია Disney-ი თემატური პარკებიდან სავარუდოდ 28 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. აღნიშნული კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Disney-ის თემატურმა პარკებმა დღემდე ვერ მოახერხეს დაბრუნებოდნენ მუშაობის ჩვეულ რითმს და ლიმიტირებული რეჟიმით აგრძელებენ მომსახურებას.

Disney-ის თემატური პარკების ხელმძღვანელის ჯოშ დამაროს განცხადებით, კომპანიას რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს თანამშრომლების და მათი ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან მათ მილიარდობით დოლარის შემოსავალი დაკარგეს.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მალე დავუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას“,- განაცხადა ჯოშ დამარომ.

შეგახსენებთ, რომ Disney-იმ თემატური პარკები მარტში დახურა და მოგვიანებით კალიფორნიასა და ჩინეთში გახსნა, მაგრამ კალიფორნიის პარკმა ფუნქციონირება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პარალელურად ისევ შეაჩერა.

როგორც გამოცემა წერს, მეორე კვრატლის ბოლოს კომპანიის ზარალმა 1 მილიარდი აშშ დოალრი შეადგინა, ხოლო მესამე კვარტლის ბოლოს Disney-ის ზარალი 3.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები