მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრესაპ ჯგუფი და საქართველოს დამლაგებელთა გილდია პარტნიორები გახდნენ

63a55ed6683d3
BM.GE
23.12.22 11:49
1681
დრესაპ ჯგუფი, საქართველოს დამლაგებელთა გილდიის, სადაგის კორპორატიული დონორი გახდა. ორგანიზაციებმა, დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, დანაგვიანებული ტერიტორია ერთობლივად დაალაგეს. ღონისძიება, სადაგის ორგანიზებით და დრესაპ ჯგუფის თანამშრომლების მონაწილეობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერტორიაზე მოეწყო.

„სადაგი“, იგივე საქართველოს დამლაგებელთა გილდია, გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს თითოეული მოქალაქის გაერთიანებას ერთი იდეის გარშემო - საქართველოს ბუნება ყველა ჩვენგანის საერთო სიმდიდრე და ერთობლივი საზრუნავია!

"აღნიშნული იდეის მხარდასაჭერად, ორგანიზაცია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს, რომელთა მთავარი მიზანი ქვეყნის გარშემო, სხვადასხვა ადგილების დალაგებასთან ერთად, ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებაა.

დრესაპ ჯგუფს კი მომხმარებელი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებით (Levi’s, Lacoste, Guess, Gant, Lee & Wrangler, Tommy Jeans, Etam, Samsonite და სხვა), უკვე მრავალი წელია იცნობს.

კომპანია, მის ძირითად საქმიანობასთან ერთად, კორპორატიული პასუხისმგებლობის თვასლსაზრისით, მუდმივად ახორციელებს ქართული წარმოებისა თუ სხვა ეროვნული თემების მხარდასაჭერ აქტივობებს.

გასულ წელს, ჯგუფმა მომხმარებელს ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით დაარსებული საწარმო წარუდგინა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის ფეხსაცმელი იწარმოება.

ასევე, გასულ წელს, კომპანიამ მემორანდუმი გააფორმა მოძრაობასთან „არა ბარბარიზმებს!“, რომლის მთავარი მიზანი ენაში დამკვიდრებული თუ ახლად შემოსული ბარბარიზმების ქართული შესატყვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქართული ენის გაძლიერებაა", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

„ვფიქრობ, სადაგის საზოგადოებრივი მოძრაობა მისი საქმიანობითა და მიზნებით საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას ეხმიანება.

დრესაპ ჯგუფი, ჩვენის მხრივ, მუდამ მხარს ვუჭერთ მოძრაობებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ - იქნება ეს ქართული წარმოების, ქართული ენის ხელშეწყობა თუ ბუნების მოფრთხილება, როგორც ეს სადაგის შემთხვევაშია.

ჩვენი ჯგუფი შეუერთდა სადაგის ინიციატიავას და დასუფთავების კამპანიას ფარგლებში, ერთობლივი ძალებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დავალაგეთ. ღონისძიებაში ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ. სამომავლოდაც გვაქვს სურვილი, სადაგთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი იდეის გარშემო გაერთიანებასა და ცნობიერების ამაღლებაში“, - განაცხადა დრესაპ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა მურვანიძემ.

სადაგი და დრესაპ ჯგუფი, სამომავლოდაც გეგმავენ სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების განხორციელებას. მიზანი კი ერთია - საქართველოს გარემოსდაცვითი საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევა!


R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები