მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის €3-მილიონიანი სესხით თბილისი მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურას განაახლებს

60deb84868445
BM.GE
02.07.21 14:00
565
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მყარი ნარჩენების სისტემის განახლებისთვის 3.03 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა.

პროექტით თბილისის ცენტრალური ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს, კერძოდ კი მისი სადრენაჟო წყლების სისტემა უნდა მოდერნიზდეს. 

EBRD-ის ინფორმაციით, ეს სესხი 2018 წელს დამტკიცებული 15 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. ბანკის თანახმად, პროექტ "მწვანე ქალაქების ჩარჩო 2"-ის ფარგლებში თანხა მყარი ნარჩენების შეგროვების ავტოპარკის, გადამამუშავებელი სადგურისა და სადრენაჟო სისტემის განახლებისთვის გამოიყო. 

"განახლება, კონკრეტულად, შეეხება სადრენაჟო შეგროვების სისტემას, რაც გააუმჯობესებს ნალექის შედეგად წარმოქმნილი სითხის დრენაჟს და ნარჩენების ბუნებრივ დაშლას ისე, რომ მოხდეს ნაგავსაყრელიდან სათანადოდ გატანა,"- ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ დღეს ხელს ვაწერთ ამ ახალ ხელშეკრულებას. საქართველოს დედაქალაქის 1,1 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი ისარგებლებს მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებული სისტემით. ნარჩენების ეფექტური მართვა დადებითი შედეგის მომტანია მოსახლეობისთვის. ეს ახალი სესხი დამატებით რესურსებს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით და თბილისის მოსახლეობისათვის გააუმჯობესებს ეკოლოგიურ ვითარებას,"- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD–ის დირექტორმა კავკასიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები