“ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო მენეჯერი გიორგი წულაძე BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ოპერაციული, ტვირთის დამუშავების კუთხით არანაირ დაბრკოლებებს არ ვაწყდებით, პირიქით - ყოველთვის ხელშეწყობა გვაქვს, თუ რაიმე მცირე პროექტებზე ვმუშაობთ, რამაც შეიძლება ტვირთბრუნვა ააჩქაროს.
რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას - აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ძალიან მოკლე ხანში ამ საკითხზე ჩვენი კომპანია განცხადებას გააკეთებს“, - ამბობს გიორგი წულაძე.