მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის პირველი ციფრი ერთიანია თუ ორიანი? - სუბარის შეკითხვა კაკაურიძეს

60e8408c22c2f
ინგა მურუსიძე
09.07.21 16:45
1265
ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის პირველი ციფრი ერთიანია თუ ორიანი? - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, რომელიც 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს წარადგენს.

„მესმის, რომ ჯერ ძალიან ძნელია ლაპარაკი ივნისის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა თქვენ თქვით, რომ ველოდებით ორნიშნა ზრდას. ამ ორნიშნაში პირველი ციფრი რა არის? ერთიანი თუ ორიანი? 3-ზე და ზემოთ აღარ მივდივარ“, - მიმართა სოზარ სუბარმა გიორგი კაკაურიძეს.

შეგახსენებთ: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება.

„აპრილში 45 %-მდე იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მაისში 25 %-ს გადააჭარბა და საბოლოო ჯამში, 5 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11, 5 %-ია. არსებული დინამიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს პროგნოზები და ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო 4,3 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, იზრდება და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 7,7 პროცენტია. არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს ორნიშნა მაჩვენებელს“,-განმარტავს გიორგი კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები