მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩმა ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

5e2f0be04066a
BM.GE
27.01.20 20:15
832
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, ხუბეის პროვინციის ქ.უხანში მყოფ 5 მოქალაქესთან, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს გააცნო შექმნილ ვითარებაში მათთვის საჭირო ინფორმაცია კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების კუთხით, ასევე ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ.

საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქ.უხანის მუნიციპალიტეტთან და შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულია მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ შორის, მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ჩინეთის, ისე სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები