მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა

6385ae89e8b09
BM.GE
29.11.22 11:32
1474
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება.

საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე ეხება საგრანტო პროგრამას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წელს დაიწყო. მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამა სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი მიგრანტებს დახმარებას ითვალისწინებს, მაქსიმუმ 4 000 ლარიანი გრანტით და ეს შესაძლებელია იყოს ტექნიკა, დასამუშავებელი მიწა და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები