მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოომბუდსმენი GWP-ს და „რუსთავის წყალს“ გაუმართავი წყალმომარაგებისთვის ახსნა-განმარტებას მოსთხოვს

62a88345bbac1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 17:00
606
ენერგოომბუდსმენის აპარატი რუსთავში წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და „რუსთავის წყალს“ ახსნა-განმარტებებს მოსთხოვს. ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად ვრცელდება მომხმარებელთა პრეტენზიები შპს „რუსთავის წყალის“ მიმართ. არსებული ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდებოდა შეზღუდული გრაფიკით. ამასთან, მოსახლეობა არ იყო დროულად ინფორმირებული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ენერგოომბუდსმენის სამსახურში დაფიქსირდა არაერთი ზარი, აგრეთვე გავრცელდა რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადება შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული საკითხების სისტემური ანალიზის მიზნით, ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებისთვის მიმართავს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და შპს „რუსთავის წყალს“.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური სრულად უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მზად არის თითოეული საკითხი განიხილოს დაინტერესებული მხარეების და ორგანიზაციების ჩართულობით“, - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები