მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექიმების სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, კომპანიები დაზღვევის გაიაფებას შეძლებენ“

62d2f5a656e97
ლიკა მეგუთნიშვილი
16.07.22 23:51
1223
კომპანია „ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში ექიმების სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, კერძო კომპანიებს სადაზღვევო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

სულამანიძის თქმით, ექიმების სავალდებულო დაზღვევა უამრავ განვითარებულ ქვეყანაში საკმაოდ დიდი წარმატებით ხორციელდება და ეს უპირველესად, ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

„სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, ბუნებრივია, სადაზღვეო კომპანიების მხრიდან ფასების რედაქტირება მოხდება. რა თქმა უნდა, როდესაც მოთხოვნა მცირეა - ფასი მაღალია, ხოლო როდესაც მოთხოვნა მასშტაბური ხდება, ფასიც შესაბამისად კორექტირდება და ხდება უფრო დაბალი. შესაბამისად, მაქვს რეალური მოლოდინი იმის, სავალდებულო დაზღვევის შემოღება ბაზრის მოცულობას გააფართოვებს და ამით, კერძო სადაზღვევო კომპანიებს ფასების დაწევის შესაძლებლობა ექნებათ“, - განმარტა სულამანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. მუშაობა ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, თუ საექიმო შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობა ზიანის ქვეშ დგება, ის სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული დაზარალებულს ზარალს სრულად უნაზღაურებს, მედიკოსს კი ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგან იცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები