მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის 50%-ით ზრდას ვგეგმავთ - „ჩიკორი"

625718fdde60a
ალა ისპირიანი
14.04.22 00:50
911
ქარელის ხილი „ჩიკორი“ მიმდინარე წელს, პროდუქციის ექსპორტის 50%-ით ზრდას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა Bm.ge-თან განაცხადა, ამჟამად ქართული ხილისგან მიღებული ჩირის რამდენიმე სახეობას აწარმოებენ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მთელი ქვეყნის მასშტაბითაა წარმოდგენილი, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 30%-ი გადის.

„გვაქვს ქლიავის, ხურმის, საზამთროს, ნესვის, ვაშლის ჩირი და შოკოლადში ამოვლებული ქლიავის, ჩარგლის და ლეღვის ჩირები. ვყიდით შეფუთული სახით და ასევე წონით, ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ექსპორტზე. ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს მასშტაბით ყველა ქსელურ მაღაზიაში გვაქვს რეალიზაცია.

ექსპორტზე ძირითადად ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს, კერძოდ საფრანგეთში, გერმანიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში.

ექსპორტის მიმართულებით მუშაობა 2020 წლიდან დავიწყეთ, რამაც გასულ წელს პროდუქციის 50%-ით ზრდა განაპირობა. მიმდინარე წელს ვგეგმავთ, რომ ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეთ და საექსპორტო ბაზრებისთვის კიდევ 50%-ით გავზარდოთ პროდუქციის მიწოდება“, - განაცხადა ანანო ბეჟანიშვილმა.

კომპანიის დირექტორმა საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დაფუძნებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ორგანიზაციების არსებობა აუცილებელია, რადგან მცირე ზომის საწამოებს ექსპორტის მიმართულებით განვითარებაში დახმარება სჭირდებათ.

„უმნიშვნელოვანესია ასეთ ორგანიზაციების დაფუძნება, რადგან საქართველოში არსებულ მცირე ზომის საწამოებს, რომლებსაც არა აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ ექსპორტზე გავიდნენ და იმუშაონ, დიდ დახმარებას გაუწევენ, დაეხმარებიან ბაზრების მოძიებაში“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ქარელის ხილი „ჩიკორი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომელსაც ქარელში, სოფელ სამწევრისში 25 ჰა-ზე გაშენებული შავი ქლიავის ბაღი და ჩირის გადამამუშავებელ საწარმო აქვს. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 50-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები