მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი არასაბანკო ინსტიტუტებს ღია ბანკინგში ჩასართავად იწვევს

64623c9d37fa7
BM.GE
15.05.23 18:45
568
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა. სებ-ის განცხადების თანახმად, ახალი წესის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის ორგანიზებულად მართვა, ხოლო მეორე მხრივ, ჩართული სუბიექტების მომსახურების სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფაა.

"ახალი წესის მიხედვით, არასაბანკო ინსტიტუტებს, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ ღია ბანკინგში ჩაერთონ როგორც ანგარიშზე ინფორმაციის წვდომის, ისე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად. ღია ბანკინგში ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებად ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესიც დაამტკიცა, რომლითაც ახალი ტიპის საქმიანობის, ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის საშუალებას ნებისმიერ პირს, მათ შორის სებ-ის აქამდე არარეგულირებად სუბიექტებს მიეცათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ღია ბანკინგში ჩართვის პროცესში დახმარება გაუწიოს ნებისმიერ სუბიექტს, ასევე, უპასუხოს დაინტერესებულ მხარეთა შეკითხვებს ინოვაციების ოფისის ელექტრონულ მისამართზე - innovationoffice@nbg.gov.ge,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები