მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი ხვალ კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღს გახსნის

618d4ed2dd6e3
თამთა ჯიჯავაძე
11.11.21 22:15
790
12 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ოფიციალურად გახსნის ადგილობრივ საბავშვო ბაღს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით სრულად განახლდა. შენობაში გატარდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და დაინერგა მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები. ოფიციალური გახსნა გაიმართება ევროკავშირის ენერგოეფექტურობის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები, თელავის მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

იყალთოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და თერმომოდერნიზება მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით. პროექტის შედეგად, საბავშვო ბაღის შენობა სრულად თბება, ხოლო მასთან დაკავშირებული ხარჯები 60%-ით მცირდება. ამასთან, უმჯობესდება ჰაერის ხარისხი და მცირდება სათბურის გაზების გამოფრქვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები