მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ უკრაინისთვის 1.2 მლრდ ევროს მაკრო-ფინანსური დახმარება გამოყო

6220bcc4528f2
BM.GE
03.03.22 17:24
691
ევროკავშირმა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს მაკრო-ფინანსური დახმარება დაამტკიცა. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ვაჭრობაში ევროკომისარმა ვალდას დომბროვკისმა მოაწერა.

“ეს არის მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი ევროკავშირის მხრიდან. ფინანსური დახმარება გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობას, რათა ქვეყნიდან რუსი ოკუპანტები გავაძევოთ,” - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა გამოქვეყნებულ პოსტში.

პირველ მარტს ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ბლოკში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებას. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები