საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი ვოლატილობა ისევ ნარჩუნდება - ბოლო 24 საათში ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება საშუალოდ 6%-ით გაიზარდა და ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ფასი 46 ევროს აღწევს.
5%-ით გაძვირდა ბრიტანული გაზიც; ამერიკის მასშტაბით კი ვითარება თითქმის უცვლელია.
რაც შეეხება ნავთობს, ბარელი Brent-ის ფასი 1%-ითაა შემცირებული და ამჟამად 81 დოლარს შეადგენს; WTI Crude-ის ფასი ისევ 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
რუსული ნავთობი ისევ სტაბილურობას ინარჩუნებს და 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბირჟაზე Urals-ის ფასი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ განსაზღვრულ საფასო ლიმიტს აჭარბებს.