მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

642af7dedc665
BM.GE
03.04.23 20:15
388
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენცია ან შემცირება ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.

„საკანონმდებლო პაკეტის მიღება დაკავშირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვენერა მეტრეველმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებული ძირითადი სიახლეები გააცნო.

„სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტი ეფუძნება სამრეწველო ემისიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა ვენერა მეტრეველმა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კერძო სექტორისთვის, ამოქმედდება ახალი ვალდებულებები მსხვილი საწარმოების გადაიარაღების და ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში, დაინერგება ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა.

კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების მნიშვნელობიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დაგეგმილია კანონის ეტაპობრივი ამოქმედება 2026 წლიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები