მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალური ბანკი სწრაფი მოქმედებისთვის მზადაა, რეცესიის რისკები ჯერაც დაბალია - ლაგარდი

62baccb23087f
გიორგი თოლორდავა
28.06.22 13:47
961
პორტუგალიაში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ 2022 წლისთვის ევროზონაში რეცესიის განვითარების რისკები ჯერაც დაბალია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ECB მზად არის, რომ სწრაფად იმოქმედოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

ECB-ის პროგნოზით, 2022 წელს ევროზონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება; ხოლო 2023 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ ეკონომისტთა ნაწილი ინფლაციის მკვეთრი ზრდისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, EU-ს ეკონომიკის რეცესიულ, ანუ შემცირების მდგომარეობაში გადასვლას პროგნოზირებს, რაც, შესაძლოა, რამდენიმე კვარტალი ან წელიც კი გაგრძელდეს.

„მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირებულია, თუმცა ჩვენ მაინც მშპ-ის ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს (+2.8%) მოველით“, - განაცხადა ლაგარდმა.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ინფლაციის საკითხზეც ისაუბრა, რომელიც ამჟამად ევროზონაში 8.1%-იან ნიშნულზეა, და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ECB აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი მოქმედებისთვის მზად არის.

„თუკი ინფლაციური მოლოდინები არ გაუმჯობესდება, ჩვენ სწრაფი მოქმედებისთვის საჭირო ინფორმაცია გვექნება“, - დასძინა ლაგარდმა.

ევროპის ცენტრალური ბანკის განახლებული პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6.8%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.5%-ის ფარგლებში იქნება. ამ შემთხვევაში, ECB-ის მიმდინარე პროგნოზი 1.7%-ით აღემატება წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ECB-ის განმარტებით, პროგნოზების მნიშვნელოვანი გაუარესება რუსეთ-უკრაინის ომითა და პანდემიითაა გამოწვეული.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები