მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EY-ს გერმანიაში აუდიტორული საქმიანობა ორი წლით შეეზღუდა

642ab856cb34e
გიორგი თოლორდავა
03.04.23 15:29
5715
მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young-ს გერმანიის მასშტაბით მსხვილი, მაღალშემოსავლიანი და საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიებისთვის აუდიტორული მომსახურების გაწევა ორი წლით შეეზღუდა. საგულისხმოა, რომ შეზღუდვა ვრცელდება EY-ს ახალ კლიენტებზე და არა იმ კომპანიებზე, რომლებიც სანქციის ამოქმედებამდე EY-ს აუდიტორული მომსახურებით უკვე სარგებლობდნენ.

გარდა ზემოხსენებული შეზღუდვისა, EY-ს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, რომლის მოცულობა 500,000 ევროს შეადგენს.

ბუღალტრული საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, EY-ს სანქცირება პირდაპირ კავშირშია კომპანია Wirecard-ის ფინანსურ სკანდალთან, რომლის აუდიტზე პასუხისმგებელი EY იყო.

1999 წელს დაფუძნებულმა Wirecard-მა 2020 წელს გაკოტრება გამოაცხადა. კომპანიას კრედიტორების მიმართ 4 მილიარდი დოლარის ვალდებულება ჰქონდა. გაკოტრების მიზეზად ანგარიშგებაში არსებული $2-მილიარდიანი „ხვრელი“ დასახელდა, რომელიც EY-ს აუდიტორულმა დეპარტამენტმა გლობალურ თაღლითურ სქემას დაუკავშირა.

მარეგულირებლის მტკიცებით, Ernst&Young-მა აუდიტორული ანგარიშგების წარმოების წესები დაარღვია და Wirecard-ს ფინანსური მონაცემების დაფარვაში დახმარება გაუწია, რამაც ინვესტორები დააზარალა.

ცნობისთვის, კომპანია EY აუდიტორული „დიდი ოთხეულის“ უმსხვილესი წარმომადგენელია, რომელიც 1989 წელს ლონდონში დაფუძნდა. EY მსოფლიოს მასშტაბით 365,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად ათასობით კომპანიასა თუ ორგანიზაციას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები