მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FedEx-მა რუსეთსა და ბელარუსში ყველანაირი სერვისის მიწოდება შეწყვიტა

62223bed408f3
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 20:23
814
მულტინაციონალურმა კომპანია FedEx-მა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთსა და ბელარუსში ყველანაირი სერვისის მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

„ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული იმის გარმო, რაც ხდება. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა მიმართულია მიმდინარე ძალადობის შედეგად დაზარალებული ხალხისკენ“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელსაც აღმასრულებელი ხელმძღვანელი ფრედ სმითი და მთავარი საოპერაციო ოფიცერი რაჯ საბრამანიამი აწერენ.

ცნობისთვის, FedEx-ს მუშაობა შეჩერებული აქვს უკრაინაშიც. მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები