მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს განახლებული რეიტინგი

63a55d55483ca
BM.GE
23.12.22 23:55
1543
მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა, თუმცა FIFA-ს განახლებული რეიტინგის სათავეში, ისინი მაინც ვერ მოექცნენ.

პირველი პოზიცია ისევ ბრაზილიის ნაკრებმა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში დაემშვიდობა. ჩემპიონმა არგენტინამ ერთი საფეხურით წაიწია წინ და მესამედან მეორე ადგილზე გადავიდა. დაწინაურდა ფინალისტი საფრანგეთის ნაკრებიც, რომელიც მე-3 პოზიციაზეა. ორი ადგილით დაქვეითდა ბელგიის ნაკრები და ახლა რეიტინგში მეოთხეა.

მოწინავე ათეულში ნიდერლანდებისა და ხორვატიის ნაკრებებმა იტალიას გადაასწრეს, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან იტალიელებს მუნდიალზე არ უთამაშიათ და ქულათა მონაგარს ვერაფერი შემატეს.

აღსანიშნავია, მაროკოს ნაკრების პროგრესი, რომელიც მუნდიალის დაწყებამდე 22-ე ადგილზე იყო და ახლა უკვე მე-11 საფეხურზეა. მაროკო ფიფას რეიტინგში ასე მაღლა აქამდე არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს: ვილი სანიოლის გუნდი, როგორც წინა რეიტინგში, ახლაც 78-ე ადგილზეა 1305 ქულით და მცირედით უსწრებს გაბონის ნაკრებს.

მიმდინარე წელს ფიფამ რეიტინგი ბოლოჯერ განაახლა და ახალი რეიტინგი მარტის სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები