მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: რომელ ინდუსტრიაშია ყველაზე მეტი მილიარდერი?

644544178a13f
ლიკა მეგუთნიშვილი
24.04.23 00:15
1121
ამერიკული Forbes-ი იმ ინდუსტრიების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია დასაქმებული.

როგორც ირკვევა, ფინანსები და ინვესტიციები კვლავ რჩება სფეროდ, რომელიც ყველაზე მეტ ულტრამდიდარ ადამიანს აერთიანებს. ამ ინდუსტრიაში დღემდე ყველაზე მეტი მილიარდერია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა 393-დან 372-მდე შემცირდა. უმდიდრეს ადამიანებს შორის ჰეჯ-ფონდებისა და კერძო კაპიტალის ფონდების მაგნატები, ბანკირები, ვენჩურული კაპიტალისტები და ფინტექების დამფუძნებლები ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სექტორში ყველაზე მეტი, 24 ახალბედა მილიარდერი გამოჩნდა, მათ შორის Nithin და Nikhil Kamath, რომლებმაც საბროკერო კომპანია zerodha დააარსეს და სწორედ მისი წყალობით მილიარდერთა რიგებს შეუერთდნენ. მათი კომპანია ახლა ინდოეთის უმსხვილესი საფონდო ბროკერია.

მილიარდერთა სიის წევრი გახდა ასევე ფლორიდაში დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია GQG Partners-ის მმართველი პარტნიორი რაჯივ ჯაინი, რომელმაც გასულ თვეს ინვესტიცია ადანის ჯგუფში განახორციელა. მთლიანობაში, საფინანსო და საინვესტიციო სფეროს მილიარდერები ფორბსის სიის 14%-ს შეადგენენ და ამ სექტორში ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ Berkshire Hatheway-ის დამფუძნებელი, ინვესტიციების ლეგენდა უორენ ბაფეტი რჩება, რომელიც 113.8 მილიარდი დოლარის ქონებით მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია.

მეორე ინდუსტრია, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია წარმოდგენილი - წარმოებაა. მილიარდერთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით აქ 13-ით შემცირდა და ამჟამად 324-ს შეადგენს.

ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი კი, გერმანელი მეწარმე - რაინჰოლფ ვუერტია, რომელმაც 1954 წელს მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ხრახნებისა და ელვა შესაკრავების ბიზნესი 16 მილიარდი დოლარის ღირებულების გიგანტად აქცია. მისი ქონება ამჟამად 30.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

წარმოების სფეროს წელს ახალი მილიარდერებიც შეემატნენ, მათ შორისაა რიჩარდ და ელიზაბეტ უილჰეინები, რესპუბლიკელი დონორები, რომლებიც სადისტრიბუციო ქსელ Uline-ს მფლობელი არიან,თითოეული მათგანის ქონება კი, 3.8 დოლარს შეადგენს.

ახალწვეულია ასევე 2.1 მილიარდის მფლობელი, 30 წლის ჩეხი მეწარმე მიხალ სტრნადი, რომლის კომპანია CSG უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის წამყვანი მიმწოდებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების სფეროში მილიარდერთა რაოდენობა ზედიზედ მეორე წელია, რაც კლების ტენდენციას აჩვენებს და გასული წელი კომპანიებისთვის საკმაოდ რთული იყო, სფერო მესამე პოზიციაზე მაინც ხვდება. მსოფლიოში ამჟამად 313 მილიარდერია, რომლებმაც თავიანთი ქონება სწორედ ტექნოლოგიით გამოიმუშავეს. ტექნოლოგიები ასევე უმსხვილესი სექტორია, რომლის საერთო ღირებულებაც 1.9 ტრილიონი დოლარია, რაც დაახლოებით 170 მილიარდი დოლარით აღემატება მოდისა და საცალო ვაჭრობის საერთო ღირებულებას.

მთავარი ტექნოლოგიური მაგნატი კი, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია, რომელიც 130 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანია.

ინდუსტრიებს შორის მეოთხე ადგილს მოდა და საცალო ვაჭრობა იკავებს, სადაც 266 მილიარდერია გაერთიანებული, მათ შორის 19 ახალბედა წევრია. უნდა აღინიშნოს, რომ მოდისა და საცალო ვაჭრობის სფეროს 2022 წელს 250 მილიარდერი ჰყავდა, წლევანდელი მატება კი იმან განაპირობა, რომ ცნობილი სათვალეების ბრენდ „ბეჰემოთ ლუქსოტიკას“ დამფუძნებლის, ლეონარდო დელ ვეკიოს გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება მეუღლეზე შვიდ შვილსა და დედინაცვალზე განაწილდა.

ინდუსტრიის ლიდერი კი, კვლავ ფრანგული კონგლომერატისა და ევროპის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის LVMH-ს დამფუძნებელი ბერნარ არნოა. რომლის ქონებაც, ფორბსის შეფასებით 243.2 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

რაც შეეხება რეიტინგში მეხუთე ადგილს, მას საკვებისა და სასმლის ინდუსტრია იკავებს, სადაც გასულ წელთან შედარებით მილიარდერთა რაოდენობა გაიზარდა და ამჟამად 212-ს შეადგენს. ზოგიერთმა ახალწვეულმა ქონება გასულ წელს გარდაცვლილი მილიარდერებისგან მიიღო.

მაგალითად, Red Bull-ის გარდაცვლილი თანადამფუძნებლის, ავსტრიელი მილიარდერის, დიტრიხ მატეშიცის ერთადერთ შვილს - მარკ მატეშიცს, გასული წლის ოქტომბერში მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ენერგეტიკული სასმელების ბიზნესის 49%-იანი წილი ერგო. 35.7 მილიარდის მფლობელი 30 წლის მარკ მატეშიცი 2023 წლის ფორბსის მილიარდერთა რეიტინგის ყველაზე მდიდარი ახალბედა წევრია.

TOP 10 ინდუსტრიას შორის კი, დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:

ჯანდაცვა - 201 მილიარდერი;
უძრავი ქონება - 193 მილიარდერი;
დივერსიფიცირებული პორტფელი - 187 მილიარდერი;
ენერგეტიკა -100 მილიარდერი;
მედია და გართობა - 91 მილიარდერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები