მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილიპინებში 1 კგ ხახვი 3-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ქათმის ხორცი

63be870821942
თათია კაკიაშვილი
12.01.23 00:30
674
ფილიპინებში 1 კგ ხახვი 3-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ქათმის ხორცი. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, 1კგ წითელი და თეთრი ხახვის ფასი 11 დოლარად ხოლო 1კგ ქათმის შეძენა მომხმარებელს 4 დოლარად შეუძლია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფილიპინების ეკონომისტების თქმით ქვეყანას ამჟამად „მსოფლიოში ყველაზე ძვირი ხახვის შიდა ფასები“ აქვს.

რაც შეეხება ხახვის გაძვირების მიზეზს, CNN წერს, რომ ფასმატება გასულ წელს ფილიპინებში ტაიფუნების შედეგად, დიდი ოდენობით მოსავლის დაზიანებამ გამოიწვია. საუბარია დაახლოებით ათობით მილიარდი ფილიპინური პესოს ღირებულების ხახვზე.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა ბოლო თვეების განმავლობაში მაღალ ინფლაციას ებრძვის - ფილიპინებში სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 8.1%-ით გაიზარდა, რაც 14 წლის მაქსიმუმია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები