მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: უკრაინის კონფლიქტი და სანქციები საქართველოზე მნიშვნელოვან პოზიტიურ შოკში აისახა

6459f16861a0a
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.23 11:18
803
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები საქართველოზე მნიშვნელოვან პოზიტიურ შოკში აისახა.

ამის შესახებ ნათქვამია Fitch-ის მიერ როგორც “საქართველოს ბანკის”, ასევე “თიბისი ბანკის” შესახებ მიღებულ რეიტინგის ცვლილების გადაწყვეტილებაში. ორივე ბანკის საკრედიტო რეიტინგი „BB –‘’-დან „BB“ დონემდე გაიზარდა.

"უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და შემდგომში დაწესებული ეკონომიკური სანქციები საქართველოზე მნიშვნელოვანი ზომის პოზიტიურ ეკონომიკურ შოკში აისახა, რაც ქვეყანას მიგრაციის და ფულადი გზავნილების არხებით გადმოეცა.

ამას დაემატა ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნა. ამ ფაქტორებმა 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაზარდეს, 2023 წელს კი ზრდა სავარაუდოდ, 4.5%-ზე ნორმალიზდება. ჩვენი პროგნოზით, ეს ყველაფერი საბანკო სექტორის შემოსავლებსა და აქტივების ხარისხზე დადებითად აისახება,” - ნათქვამია Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები