მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფრთხილ ტურისტებთან როგორც უსაფრთხო ქვეყანა ვერ ვიმუშავებთ ” - Wonderland

6099617bc25a9
ანუკა ჯოხაძე
11.05.21 00:30
574
“იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ეს ის ძირითადი სლოგანია, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს პოზიციონირება მოხდება. მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის მიხედვით შეირჩა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ტურისტული კომპანიები საერთაშორისო გამოფენებში როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას. bm.ge-ს კითხვაზე შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით, კონკრეტულად რა დაგვიჯდება ტურიზმის მარკეტინგული აქტივობები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ჯერ ვერ პასუხობენ.

როგორც ტუროპერატორები ამბობენ, საქართველო წელს ტურისტებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს ვერ გაუკეთებს, უფრო მეტიც, მათი მასპინძლობა შეზღუდული პირობებით მოხდება. ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი ამბობს, რომ იქამდე სანამ ქვეყანაში "კომენდანტის საათი" იმოქმედებს, ვაქცინაციის ტემპი დაბალი იქნება, ხოლო ინფიცირების მაჩვენებელი მზარდი საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებთან ვერ იმუშავებს. მისი განმარტებით, წელს კერძო სექტორი უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მუშაობას ფიზიკურად ვერ შეძლებენ.

“მაქსიმალურად შეგვიძლია ტურისტებს გავუმარტივოდ ჩვენთან ჩამოსვლის პროცედურები. შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა იმ ჩვენი უნიკალური ადგილებისა და შესაძლებლობების შესახებ, რაც გვაქვს, თორემ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე მგონია, რომ არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ აქცენტი ისეთ ქვეყნებზე, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს ან არავაქცინირებული მოსახლეობის მქონე ქვეყანაში მოსახლეობის ჩართვა არ წარმოადგენს პრობლემას. განსაკუთრებით ფრთხილ ტურისტებთან ჩვენ ვერ ვიმუშავებთ, ისე როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ამიტომ ამ თემით პოზიციონირებაც არასწორი მგონია", - აცხადებს  ქეთი დოჭვირი.

რა წერია ტურიზმის მარკეტინგულ სტრატეგიაში, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა და რა დაუჯდება წელს ბიუჯეტს საქართველოს მარკეტინგული პოზიციონირება კონკრეტულ ბაზრებზე, ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ელოდება, რომელსაც მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები