კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილესი აუქციონის შედეგები ცნობილია - გაკოტრებული Voyager Digital-ის კრიპტოაქტივებსა და პორტფელს მსოფლიოს რიგით მეორე უდიდესი კრიპტო-ბირჟა FTX შეიძენს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც ათასობით კრიპტოაქტივს და თითქმის 3.5 მილიონ მომხმარებელს მოიცავს.
საგულისხმოა, რომ Voyager-ის აქტივებისა და პორტფელის შეძენის სურვილი აუქციონში მონაწილე სხვა კრიპტოკომპანიებსაც ჰქონდათ, მათ შორის: Binance-ს, Coinbase-სა და Wave Finance-ს.
აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებით სემ ბენკმენ-ფრიდის მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერია კიდევ უფრო გაფართოვდება, FTX-ის უპირატესობა მის კონკურენტ Binance-თან შედარებით კი - გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ Voyager-ის გაკოტრება Three Arrows Capitali-ის $670-მილიონიან დეფოლტთანაა დაკავშირებული, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ Voyager-ს ჰქონდა გაცემული, რომელიც ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა და 100,000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ემსახურებოდა.
ვრცლად Voyager Digital-ის გაკოტრების შესახებ წაიკითხეთ აქ.