განახლებული დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან და ადგილობრივი წყაროებიდან თავდაპირველთან შედარებით, გაზის ნაკლები მოცულობების მიღებაა ნავარაუდები, რუსული გაზის იმპორტის პროგნოზი კი გაიზარდა.
პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი -873.804 მ3 მლნ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 347,588 მ3, მათ შორის შაჰ-დენიზი 882,742 მ3, „სოკარი“ - 1 464,846 მ3.
"გაზპრომიდან" 2020 წელს პირველი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი იგეგმებოდა, ამჯერად კი ეს მაჩვენებელი 200,000 მ3-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ადგილობრივ რესურსს, ამ მხრივ, პროგნოზი 17.866 მ3 მლნ-დან 11.607 მ3-მდე შემცირდა.
ბუნებრივი გაზის თავდაპირველი პროგნოზი (დამტკიცებული 2019 წლის 23 დეკემბერს)
ბუნებრივი გაზის განახლებული პროგნოზი (დამტკიცებული 2020 წლის 21 მაისს)