მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაცვალების ხუთი და ინფიცირების 10 253 შემთხვევა - covid-სტატისტიკა განახლდა

62dfa91284630
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.22 12:49
1010
საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი, ინფიცირების მაჩვენებელმა ათი ათასს გადაჭარბა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 253 შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18-24 ივლისის პერიოდში ვირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 7 508 პირი.

აღსანიშნია, რომ ბოლო შვიდ დღეში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 74 245 ტესტი ჩატარდა. შედეგად ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 13.81%-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება: თბილისი - 5 904; აჭარა - 1 317; იმერეთი - 1 001; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 494; ქვემო ქართლი - 349; კახეთი - 344; გურია - 275; შიდა ქართლი - 271; მცხეთა - მთიანეთი - 145; სამცხე-ჯავახეთი - 97; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 56.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები