Galt&taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს ექსპლუატაციაში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.9 მგვტ იყო. მათ შორის ყველაზე დიდი 10 მეგავატი სიმძლავრის ნაკრა ჰესი იყო, ყველაზე პატარა კი [0.9 მგვტ] ბერალი ჰესი.
გასული წლის ბოლოსთვის საქართველოს ჯამური დადგმული სიმძლავრე 4.5 გიგავატი იყო, აქედან 3.4 გვტ ჰესები იყო, 0.02 გვტ ქარის ელექტროსადგური, ხოლო 1.1 გვტ - თბოელექტროსადგური.
Galt&taggart-ის ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი მექანიზმის - ფასთაშორისი ხელშეკრულების (CFD) დანერგვით, მოსალოდნელია ინვესტორების ინტერესის ზრდა და შესაბამისად ახალი სადგურების მშენებლობის ტემპის მატება.