საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს, რომ რეგულირების გავლენის(RIA) შეფასება პარლამენტის მიერ ინიცირებულმა საკანონმდებლო პაკეტებმაც გაიაროს. ამის შესახებ მან პარლამეტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), როგორც ინსტრუმენტი გაძლიერდება და მისი გამოყენება სულ უფრო აქტუალური იქნება.
„პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო სიახლეებს RIA გავატაროთ, ვფიქრობ რომ ეს სამართლიანი იქნება“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.
ამჟამად რეგულირების გავლენის შეფასების გავლა მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზეა აუცილებელი. აღნიშნული დოკუმენტი სწავლობს, რა გავლენა აქვს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღება სხვადასხვა მიმართულებაზე, მაგალითად ეკონომიკაზე.