მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom მოლდოვას გაზის მიწოდებას აღარ შეუმცირებს

6384a28d4594e
მარიამ ვარადაშვილი
28.11.22 16:09
633
Gazprom-ს, რომელსაც დღეიდან მოლდოვისთვის გაზის მიწოდება უნდა შეემცირებინა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოცულობას არ ამცირებს, თუმცა მომავალში შეწყვეტით იმუქრება.

სახელმწიფო კომპანიის განცხადებაში წერია, რომ მომავალში ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირდება ან შეუწყდება თუ გადახდის ნაწილში შეთანხმება არ შედგა.

გასულ კვირაში Gazprom-მა უკრაინა მოლდოვისთვის გაზის მიწოდების ხელშეშლაში დაადანაშაულა. საუბარია გაზის იმ მოცულობაზე, რომელიც მოლდოვას უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება. ბრალდება კიევში უარყვეს. ამას გარდა, რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ მოლდოვა “გადახდის რეგულარულ დარღვევაშიც” დაადანაშაულა და თქვა, რომ უფლებას იტოვებს შეამციროს ან სრულად შეაჩეროს მიწოდება თუ გადახდის ნაწილში ვალდებულების შეუსრულებლობა კვლავ განმეორდა.

ამ ეტაპზე უკრაინის გავლით Gazprom დღიურად 43 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზს ატარებს. როგორც Bloomberg წერს, რუსულმა კომპანიამ მოლდოვას გაზის მიწოდება ოქტომბრიდან შეუმცირა. შედეგად რუსეთისგან მოლდოვა დღიურად თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებ გაზს იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები