საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არანაირ პარალელურ იმპორტში ქვეყანა არ მონაწილეობს, თუმცა, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ევროპიდან იმპორტს, სწორედ მეზობელი ქვეყნების გავლით ახორციელებს.
BMG საკითხზე Auto import Georgia-ს დამფუძნებელს ესაუბრა. გურამ როსტიაშვილის თქმით, რუსეთში რეექსპორტი, შესაძლოა, მეზობელი ქვეყნების გავლით ხდებოდეს.
“რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში საავტომობილო შიმშილი გაჩნდა, რა თქმა უნდა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან შეიმჩნევა ავტომობილებზე მოთხოვნა თუმცა, ჩემი ინფორმაციით, საქართველოდან პირდაპირი ექსპორტი ვერ ხორციელდება, საერთაშორისო სანქციებიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები სხვადასხვა გზებს ნახულობენ, რომ ავტომობილები რუსეთში შეიყვანონ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ღიად ცნობილი არ არის, თუმცა სექტორის მოთამაშეებისთვის ცნობილია, რომ მეზობელი ქვეყნები რუსეთში ავტომობილების ექსპორტს ახორციელებენ. საერთო სურათს თუ შევხედავთ, ავტომობილების ბაზარზე უკრაინის მოქალაქეები უფრო მეტი ფიქსირდება ვიდრე რუსეთის", - ამბობს გურამ როსტიაშვილი.