ავტოკონცერნ General Motors-ის მფლობელობაში მყოფმა Wuling Hong Guang-მა პირველი ყველაზე იაფიანი ელექტრომობილი Mini EV-ი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ყველაზე იაფიანი ელექტრომობილი, რომელიც ზომებით დაახლოებით Fiat 500-ს წააგავს, სულ რაღაც 4,400 აშშ დოლარი ეღირება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს მოდელი ჩინეთის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი იქნება.
ამ ეტაპზე ავტომობილის სამი ფერია ხელმისაწვდომი: მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი. კომპლექტაციის მიხედვით, ავტომობილის ღირებულება შეიძლება 5,775 – 6,700 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
ელექტრონულ ავტომობილს 27 ცხენის ძალის ძრავა აქვს, რომელსაც ერთი დატენვით დაახლოებით 105 მილის გავლა შეუძლია. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 62 მილი/ საათში.
GM-ის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნული მოდელის 270,000 ელექტრომობილია გაყიდული.