მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია სივრცეში ქორწილი კვლავ აკრძალული რჩება

5f06d197051c8
ინგა მურუსიძე
09.07.20 12:09
2477
ღია სივრცეში ქორწილი კვლავ აკრძალული რჩება. საქმე ისაა, რომ პრემიერიმა დღეს თქვა, რომ ორშაბათიდან, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ღონისძება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება
ნებადართული.

Bm.ge დაინტერესდა, შედის თუ არა ღია ცის ქვეშ დაშვებულ ღონისძიებათა რიცხვში ქორწილები, ნათლობები და ა.შ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ღონისძიებებზე აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები