ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი GIPA-ს კანცლერი გახდა.
ამის შესახებ აბაშიშვილმა facbeook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„გუშინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის პოსტზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას თანამშრომლობისათვის. მადლობა ჩემს უმაგრეს სტუდენტებს.
დღეიდან GIPA-ს საოცარ გუნდს ვუერთდები როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კანცლერი. რთული დროა, თუმცა აქ მყოფ პროფესიონალებს რომ ვხედავ, ვხვდები: ყველაფერი დაძლევადია! მაგარი შეგრძნებაა საქმეზე შეყვარებულ ადამიანებთან ერთად მუშაობა!“, - წერს აბაშიშვილი.