როგორც bm.ge-ის „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარია.
მისივე ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 116-ნომრიანი იქნება.

"ეს იქნება „Inn ჯგუფის“ მე-6 სასტუმრო საქართველოში. „გორი Inn”-ში იქნება დიდი აუზი, სპა, საუნა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახი, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართლური ანუ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება. ასევე იქნება ბარი და რესტორანი, რომელიც გარე სტუმარსაც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით 1 ჰექტარზე გამწვანება მოეწყობა. ვვარაუდობთ, რომ სასტუმრო თვე-ნახევარში გაიხსნება“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 100-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ცნობისთვის: გორის შემდეგ, „Inn ჯგუფის“ მომავალი წლის გეგმებში ახალციხეში 120-ნომრიანი სასტუმროს გახსნაც შედის.