მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორსა და ქარელში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 900 ჰექტარით გაიზრდება - დავითაშვილი

5f91bc4562896
BM.GE
22.10.20 22:43
932
შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

„ბუნებრივი მოვლენებით გამომდინარე რისკებიდან, კახეთისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო სეტყვა, რაც 8 წლიანი მმართველობის პირობებში მნიშვნელოვანწილად გადაწყდა იმ სისტემით, რომელიც კახეთში ფუნქციონირებს და რომელსაც ოპერირებას თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი „დელტა“ უწევს. ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც, სადაც სეტყვის კუთხით გამოწვევები კვლავ დიდია. ამიტომ, შიდა ქართლის რეგიონისთვის დავამუშავეთ სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედრვე მეტეოროლოგიურ რადართან და რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება. შედეგად, მომდევნო წლებში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 900 ჰექტარით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები