მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში 2 საკალმახე მეურნეობის განვითარებისთვის ჯამურად 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება

61c5a374ac359
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 15:00
1019
რამდენიმე წელია გორში, სოფელ კარალეთში ორი საკალმახე მეურნეობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, კერძო ინვესტიციებით, მცირე ბიზნეს საქმიანობას ავითარებს და ადგილობრივ ბაზარს პირველ შემთხვევაში კალმახით ამარაგებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ხიზილალით.

გიორგი სუხიტაშვილმა საკალმახე 2008 წლიდან აამოქმედა და დღეს გაფართოების შედეგად 15 აუზში წლიურად 15 ტონამდე კალმახს აწარმოებს. მის რეალიზებას ის ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. BM.GE-სთან საუბრისას მეურნეობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კალმახზე მოთხოვნა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად ბიზნესის განვითარებაც ეტაპობრივად ხდება. ყოველივე ამაში კი ინდმეწარმეს „საქართველოს ბანკი“ ეხმარება.

„მეურნეობაში წარმოებულ კალმახს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით და მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამიტომ რამდენიმე წლის წინ საკალმახის გაფართოება გადავწყვიტეთ. ჩვენი ფინანსურ პარტნიორის მხარდაჭერით დღეისთვის წარმადობა გავაორმაგეთ და წლიურად ახლა 15 ტონა კალმახის წარმოება შეგვიძლია. გაფართოებისთვის 80 000 ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ, საიდანაც 50 000 ლარი „საქართველოს ბანკის“ მიერ მიღებული ფინანსური რესურსი იყო. რომ არა სანდო პარტნიორის მიერ შემოთავაზებული მისაღები პირობები, ამ პროექტის განხორციელება გაგვიჭირდებოდა“, - განმარტავს გიორგი სუხიტაშვილი.

რაც შეეხება ხიზილალის მწარმოებელ საკალმახე მეურნეობას, რომელიც იქვე კარალეთში ბიზნესის განვითარების დაწყებას რამდენიმე თვეში გეგმავს, მისი ხელმძღვანელი არჩილ გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეისთვის მეურნეობაში იწარმოება სახიზილალე დედა კალმახი და 0.200 კგ-მდე კალმახი, რომლის საერთო მოცულობა 20 ტონაა, ხოლო ხიზილალის წარმოება დაახლოებით 1 ტონამდე აღწევს.

„მომდევნო წლის გაზაფხულიდან წარმოების მოცულობას დაახლოებით 10 ტონით გავზრდით, ამით ხიზილალის წარმოებაც გაიზრდება. ჯამში დაახლოებით 100 000 ლარამდე ინვესტიციას ჩავდებთ, საიდანაც გარკვეული თანხა „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსება იქნება. მათთან წლებია ვთანამშრომლობთ და ბანკის ხელშეწყობით ვახერხებთ როგორ თევზის შეძენას, ასევე მისთვის საკვების ყიდვას, რომელიც დღეისთვის ძალიან გაძვირებულია“, - აღნიშნა არჩილ გოგიაშვილმა.

საუბრისას ინდმეწარმეებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოში არსებულმა ინფლაციამ თევზის საკვები მნიშვნელოვნად გაუძვირათ, შესაბამისად წარმოების და რეალიზაციის ხარჯების 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა მათ პროდუქტზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით ბიზნესები განვითარებას, ფინანსური პარტნიორის ხელშეწყობით აგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები