მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით "ევექსი" განცხადებას ავრცელებს

5faa6099bed75
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.20 14:53
4332
"ევექსის კლინიკები" გრიპის ვაქცინის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლის მიხედვით, დღეიდან მათ ქსელში ფრანგული წარმოების გრიპის 4 კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. 

BM.GE “ევექსის კლინიკების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გლობალური პანდემიის გამო, წელს მსოფლიოში მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა გრიპის ვაქცინაზე და მისი მიწოდება ხდება შეზღუდული რაოდენობით. ევექსი კლინიკებში ფრანგული წარმოების სანოფის ბრენდის „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინა 10 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

პანდემიის გამო ვაქცინებს კომპანია 2 ნაწილად მიიღებს (პირველი ნაწილი - 10 ნოემბრიდან, მეორე ნაწილი - ნოემბრის ბოლოს) და ხელმისაწვდომი იქნება "ევექსის" ყველა კლინიკაში.

ვაქცინაციისთვის აუცილებელია მიმართოთ თქვენთვის სასურველ ევექსის კლინიკას. მათთვის კი, ვინც შეზღუდული რაოდენობის გამო 10 ნომებრიდან ვერ მიიღებს ვაქცინას, შესაძლებლობა გექნებათ წინასწარ დარეგისტრირდეთ და აიცრათ ნოემბრის ბოლოს. ამისათვის, გთხოვთ შეგვივსოთ მარტივი ფორმა: https://forms.gle/Jx4pe69Chn26Ff559

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნილი რაოდენობა.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ევექსი კლინიკებში 3-კომპონენტიანი ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით სექტემბრის მეორე ნახევარში იყო ხელმისაწვდომი. ნოემბრის დასაწყისიდან კი დაიწყო სახელმწიფოს მიერ უფასო ვაქცინაცია და უტარდება იმ მოსახლეობას, ვინც რისკ-ჯგუფში იმყოფება. დეტალური ინფორმაცია რისკ ჯგუფის იდენტიფიცირებისთვის გთხოვთ იხილოთ ბმულზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები