მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვარამიას შეწყალება ევროკომიისისთვის ძალიან პოზიტიური გზავნილი იქნებოდა – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

6443a17ec9ba7
თინათინ ნატმელაძე
22.04.23 22:30
842
„პრეზიდენტს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - შეწყალება და მას შეუძლია, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ძალიან პოზიტიური გზავნილი იქნებოდა ევროკომიისთვის, რომ საქართველო მზადაა შეასრულოს მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები“, - ამბობს „დემოკრატიის კვლევის ინსიტიტუტის“ დირექოტრი თამარ ხიდაშელი გადაცემა „ანალიტიკაში“.

ასე უპასუხა მან კითხვას, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა თუ საქართველო ოქტომბერშიც ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

მისივე თქმით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.

„პრეზიდენტი ვერ მიიღებს კანონებს, ვერ შეცვლის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში უმცირესობასთან დაკავშირებულ თავს ვერ გააჩენს, რადგან ეს პარლამენტის მოვალეობაა. მაგრამ ამის მიუხედავად, მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება, ანუ შეწყალება. ყველას უნდა გვესმოდეს, იმის მიუხედავად ვის რა დამოკიდებულება აქვს ნიკა გვარამიას მიმართ, ეს ადამიანი ციხეში შეთხზული ბრლადებების საფუძველზე ზის“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამდენიმე დღის წინ ცხრა ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი მოამზადა, რომელიც ხელისუფლების მიერ 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას აფასებს. საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რის საფუძველზე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა, ხოლო შესასრულებელია ევროკომისიის ხუთი პირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები