მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვჭირდება ტურისტების რეალური რაოდენობა”- ტურიზმის სექტორი ჯავშნებს ელოდება

604dda13c5a91
ანუკა ჯოხაძე
14.03.21 16:58
722
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ავიამიმოსვლა აღდგა, მთავრობა აქტიურად უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყანა ტურისტების მისაღებად მზადაა. ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, საიდანაც ტურისტების მიღება შესაბამისი პირობების გათვალისწინებით შეგვიძლია.

თუმცა სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ დღის წესრიგში სახმელეთო საზღვრების გახსნაც უნდა იდგეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან კარგავს ვიზიტორებს, არამედ საქართველოს კარი მაღალმხარჯველი ტურისტებისთვისაც იკეტება. ეს კი ის ტურისტები არიან, რომლებიც კომბინირებული ტურების საშუალებით, საქართველოში ჩვენი მეზობელი ქვეყნების გავლით შემოდიან.

ჰოტელიერის განცხადებით, გამოწვევები არც ავიამიმოსვლის მიმართულებით გვაკლია და ეს არის ნაკლები დატვირთულობა საქართველოდან ფრენებზე.

“ არ შეიძლება, ქვეყანა ავიაკომპანიას ეუბნებოდეს, შენ ჩამომიყვანე ტურისტი, მაგრამ აქედან, უკან გამფრენ რეისზე, არ გაგატან ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს დამანგრეველია ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. შემომყვანის შემთხვევაშიც უარყოფითად აისახება ფასზე, იმიტომ რომ რეისი და ფრენა ავიაკომპანიისთვის ხდება არარენტაბელური მხოლოდ ერთი მიმართულებით დატვირთვის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება რეალური რაოდენობა და არა 5-6 რეისი დღეში, რაც ბაზრის 7-8%-ს აკმაყოფილებს, ისიც ნახევარ ფასში. მეზობელი ქვეყნებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაც, რა თქმა უნდა, აცრილი ტურისტებისთვის, აუცილებელია. ეს უახლოეს პერიოდში მაინც უნდა დაანონსდეს იმისთვის, რომ ჯავშნების გაკეთების პროცესი მაინც დაიწყოს და არ შეფერხდეს”, - აცხადებს სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები