მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დავიწყოთ - ღარიბაშვილი

63e0d254de3c1
ინგა მურუსიძე
06.02.23 14:22
546
წელსვე გვინდა დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ბევრი მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება, ვგულისხმობ როგორც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე. ასევე გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ერთვება და პროექტს 51%-იანი თანამონაწილეობით დააფინანსებს. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცხადა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები