მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერი ანაკლიაში ჩაიყვანა

64b69d47bc9a5
BM.GE
18.07.23 18:11
521
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერი, რომელიც საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, ანაკლიაში ჩაიყვანა.

"გვქონდა ვიზიტი ანაკლიის პორტში, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობები - საუბარია ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის განსაკუთრებით უზბეკეთთან, რომელსაც მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო-პროდუქციის მზარდი წარმოება აქვს, მათი უმოკლესი გზით ევროპაში გატანა კი სწორედ საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ შევეხეთ ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება. პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს. თუკი კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადში ცვლილება არ შევა, დაინტერესებულ პირებს 28 ივლისამდე აქვთ ვადა წინადადებების წარმოდგენის შესახებ საბოლოო მოთხოვნის წარდგენისთვის. ამის პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები