
„Hallo-ს მიზანია, შექმნას მარტივი, ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მთელი ქვეყნისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მომხმარებელი სწრაფად შეიყვარებს ჩვენს ბრენდს და Hallo-ს მომსახურება მათი ყოველდღიურობის საიმედო მეგზური გახდება“, - აცხადებს შპს „ეკლეკტიკის“ დირექტორი გიორგი მირიანაშვილი.
ქსელმა უკვე გაიარა სატესტო რეჟიმი და მუშაობა სრული დატვირთვით, "Hallo"-ს ბრენდით დაიწყო. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ნომრები დაიწყება ინდექსით - 500.
“Hallo”-ს პირველი მომსახურების ცენტრი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ. #66-ში, რომლის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
კომპანიის შესახებ დამატებით დეტალებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.hallo.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით 110010; 032 2223222.
Hallo - უსასრულო კავშირისთვის!