ჰიპერმარკეტი "გორგია" ხვალიდან მუშაობას გააგრძელებს - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "გორგია" აცხადებს, რომ ხანძარი მათი საწყობის მიმდებარედ გაჩნდა და ის მათი საწყობის მხოლოდ მცირე ნაწილზე გავრცელდა, რისი ლიკვიდირებაც ხანმოკლე პერიოდში მოხდა.
"მეგობრებო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგიას საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ხანძარი გორგიას მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე.
ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ გორგიას ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს.
ხვალიდან, ტრადიციულად, გორგიას ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას და გელოდებით წინასასკოლო ფასდაკლებებით,"- ნათქვამია განცხადებაში.
"გორგიას" საწყობთან არსებული ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.